May 18, 2024

მამუკა მდინარაძე თავდასხმის შესახებ ვაშაძის განცხადებაზე - ჰალუცინაციები დაწყებია ამ ხალხს - ნუ ეშინიათ, დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ

ჰალუცინაციები დაწყებია უკვე ამ ხალხს, მაგრამ ამას თავის საფუძველი აქვს - ისეთი უზნეობა იკადრა, რომ ეტყობა მერე შეეშინდა - ნუ ეშინიათ, დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ,- ასე პასუხობს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ “ქართული ოცნება” მასზე თავდასხმას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას გეგმავს.

მისი თქმით, ეს ადამიანები ომის პროპაგანდას ეწევიან, თუმცა, დარბაზში ბრიფინგის გარეშე ვერ შედიან შიშის გამო.

 

“მარტო გიორგი ვაშაძე ხომ არ არის, ადამიანები ომის პროპაგანდას აწარმოებენ, ვაჟკაცებად გამოჰყავთ თავიანთი თავი და დარბაზში ვერ შემოდიან ბრიფინგებით დაზღვევის გარეშე. ერთხელ ვთქვი და ძალიან ეტკინათ და ეწყინათ, თავის დროზე კორპუსთან ვერ ჩადიოდნენ უბნის ბიჭების შიშით და ეს ხალხი ომის პროპაგანდას ეწევა და ეს ადამიანი დარბაზში ვერ შევიდა ბრიფინგი რომ არ ჩაეტარებინა. შიშის საფუძველი არ აქვს, ჰალუციანაცია დავარქვი ამას, რაც საფუძველს გამორიცხავს. ჰალუცინაცია იმიტომ ვთქვი, რომ საფუძველი არ აქვს. ნუ ეშინიათ, დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ” ,- განაცხადა მდინარაძემ.

წაკითხვა 204 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.