May 18, 2024

"საქართველოზე ევროკავშირის რეზოლუცია ფეიკების შედეგია, ჩალის ფასი აქვს"

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტში საქართველოზე მიღებული რეზოლუცია, რომელიც მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხებოდა, ფეიკების შედეგია. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

"კამპანია, რომელიც წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სცენის, ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება", - თქვა კობახიძემ.

 

მისი თქმით, "რეზოლუციას არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებთან და ჩალის ფასი აქვს".

 

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა.

 

გუშინ, რეზოლუციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების, ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების გამო.

 

მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები, მათ შორის კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება.

წაკითხვა 215 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.