May 18, 2024

„ნაციონალური მოძრაობის“ სისულელეების გამოსწორებაზე საერთოდ არ ვზრუნავთ!

„ნაციონალური მოძრაობის“ სისულელეების გამოსწორებაზე საერთოდ არ ვზრუნავთ, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ „ჩახსნილი“ საარჩევნო სიების აღდგენასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას და ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას შეეხებოდა.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე სიების ჩახსნით შეცდომა დაუშვა.

 

„ჩახსნილი სიების აღდგენაზე რა ვილაპარაკო? თვითონ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ და მერე ჩვენ გვეუბნებიან გამოასწორეთო. რამდენად რეალური და რელევანტურია ეს მოთხოვნა თქვენ თვითონაც კარგად ხვდებით. სიები მათ ჩახსნეს, მათ დაუშვეს გამოუსწორებელი შეცდომა და ახლა იქნება დემოკრატიული თუ მათ ამ შეცდომას, სისულელეს, რაც გააკეთეს გამოვასწორებთ ჩვენ. მათი სისულელეების გამოსწორებაზე საერთოდ არ ვზრუნავთ!“- განაცხადა მდინარაძემ.

 

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ „ჩახსნილი“ საარჩევნო სიების აღდგენას და ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას ითხოვს. საკითხი დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დასვა, სადაც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადების საფუძველზე, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს და დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. შედეგად “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მეორე მანდატს კარგავს. სულ ოპოზიციის ოთხი საპარლამენტო მანდატი იკარგება (ორი - “ნაციონალური მოძრაობა“, ორი - “ლელო“), რადგან პარლამენტიდან გასულ დეპუტატებს ადგილმონაცვლეები არ ჰყავთ.

წაკითხვა 194 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 09 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.