May 18, 2024

''როცა პრემიერი დღისით-მზისით ამბობს: მერე რა, თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, ეს არის გზავნილი''

„სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება არის არგუმენტი ევროპელების ხელში, რომ საქართველოს ეს სტატუსი არ მისცენ.

მისი თქმით, ეს არის გზავნილი ევროპელებისთვის, რომ სტატუსის მიღება არ გვინდა.

 

„ეს არის არგუმენტი ევროპელების ხელში, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სატატუსი. როდესაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი დღისით-მზისით ამბობს: მერე რა, თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, ეს არის გზავნილი - არ მოგვცემთ, ნუ მოგვცემთ, პირიქით, მინდა რომ არ მოგვცეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

მისი თქმით, ღარიბაშვილმა დღევანდელი განცხადებით დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსის მიღება არ უნდა.

 

„დაადასტურა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არ უნდა, მერე რა თუ არ მოგვცემენო. ხუნდაძისეული ღირსების გარანტიები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირის მიერ გარანტირებული ღირსება, საქართველო, განვითარებული ქვეყანა. ეს არის საპირწონე. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ფაქტობრივად ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ეხმარება ევროგაფართოების სკეპტიკოსებს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ.

 

ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირს ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, რომ ჩვენ წევრები გავხდებით, მაგრამ კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და სრულიად ახალი განრიგი იწყება ინტეგრაციის. თუ აქამდე გვეხმარებოდნენ ეკონომიკაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, დემოკრატიაში, ახლა 3-4 ჯერ მეტად უნდა მოგვეხმარონ, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ანუ ასოცირების შეთანხმება არ გულისხმობს, რომ ევროკავშირის წევრები გავხდებით, მაგრამ კანდიდატის სტატუსი გულისხმობს, რომ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრები“,- განაცხადა ვაშაძემ.

 

რაც შეეხება პრემიერის განცხადების იმ ნაწილს, რომ თუ ევროკავშირი კანდიდატი წევრის სტატუსს არ მოგვანიჭებს, ყველაფერს ფარდას ახდის, ვაშაძე ამბობს, რომ პრემიერი „ალბათ ფარდას ახდის და დეტალურად აგვიხსნის, რას ნიშნავს ხუნდაძისეული გარანტირებული ღირსება“.

 

ცნობისთვის, დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ „ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს“. მისი თქმით, ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს. „ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას“,- განაცხადა პრემიერმა.

წაკითხვა 211 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 11 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.