May 19, 2024

''სიამოვნებით ვიხილავ ქართველებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ დევიზს: „ძალა ერთობაშია"'' - კელი დეგნანი

დიდი სიამოვნებით ვიხილავ ქართველებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ დევიზს: „ძალა ერთობაშია“,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ბათუმში მედიას განუცხადა.

ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველოს ლიდერები გაერთიანდებიან ქვეყნის მომავლის ინტერესებისთვის.

 

“უკრაინისადმი აღმოჩენილი უპრეცედენტო ჰუმანიტარული დახმარება და მხარდაჭერა კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ სად არის ქართველი ხალხის გული ამ ბრძოლაში. რაც რეალურად საჭიროა, ეს არაა ქართველებს შორის არსებული ბრძოლა და დაპირისპირება, არამედ ქართველებს შორის ერთობა. ეს არის საკითხი, რის გარშემოც ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები გაერთიანდებიან ამ ქვეყნის მომავლის ინტერესებისთვის. ვიმედოვნებ, ისინი გვერდით გადადებენ მათ შორის არსებულ უთანხმოებებს ამ ქვეყნის სტაბილურობისა და კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე. ახლა ერთიანობაა საჭირო და არა ბრძოლა. დიდი სიამოვნებით ვიხილავ ქართველებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ დევიზს „ძალა ერთობაშია“. ეს ისაა, რაც ახლა საჭიროა”, - აღნიშნა დეგნანმა.

წაკითხვა 261 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.