May 19, 2024

''უკრაინას სჭირდება იარაღი, იარაღი და კვლავ იარაღი - ჩვენ ჩვენით მოვერევით და გავიმარჯვებთ'' - პეტრო პოროშენკო

უკრაინას ნამდვილად სჭირდება იარაღი, იარაღი და კვლავ იარაღი , - ამის შესახებ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, მთელი ევროპა უკრაინასთანაა და მხარს უჭერს, ყველა გაერთიანებული და სოლიდარულია უკრაინის მიმართ.

 

„უკრაინას ნამდვილად სჭირდება იარაღი, იარაღი და კვლავ იარაღი. პირველ რიგში, გვჭირდება მაგალითად: 500 ტანკი, 300 სპეციალური რაკეტის გამშვები სისტემა, 100 რეაქტიული თვითმფრინავი. ეს ჩვენს გმირებს, მეომრებს მნიშვნელოვან საშუალებას მისცემს. აქ, ჩვენს მიწა-წყალზე სულ არ გვჭირდება ნატო-ს ჯარისკაცები. არა, ჩვენ ჩვენით მოვერევით ამ ყველაფერს, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ,რომ იარაღის ამ რაოდენობით ნამდვილად ჩვენ გავიმარჯვებთ მომავალში“, - აცხადებს პოროშენკო.

 

როგორც მან აღნიშნა, იარაღის მოწოდების გარდა მნიშვნელოვანია, რუსეთს დაეკისროს ემბარგო, სანქციები.

 

„საკმარისი არ არის გაზსა და ნავთობზე დავაწესოთ ემბარგო. ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს საშუალება, რომ თავისი ნაწარმი, ნედლეული ცივილიზებულ სამყაროს მიჰყიდო და ამის წყალობით უკრაინას ბომბები დაუშინოს. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთის კომერციული ოპერაციები. რუსეთი ექსპორტი და იმპორტი მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. მესამე მომენტი გახლავთ პუტინის იზოლირება, რუსეთის დეპუტინიზაცია, ევროპისა და მსოფლიოს დეპუტინიზაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს, ევროპის და მსოფლიო პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ ვიდგებით“, - განაცხადა პოროშენკომ.

 

ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა „ლენდლიზის კანონის“ ამოქმედების საჭიროებას გაუსვა ხაზი, „როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დროს მოქმედებდა“.

წაკითხვა 218 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 16 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.