May 19, 2024

'' დავით არახამიას ნამეტანი მოსდის, ან უნდა წარმოადგინოს არგუმენტი, ან უკან წაიღოს თავის სიტყვები'' - დავით სერგეენკო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ დავით არახამიას საკუთარი განცხადებებით ზედმეტი მოსდის.

სერგეენკომ კომენტარი გააკეთა უკრაინის რადაში მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებაზე, რომ „რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ და აშშ-მა ამის გამო ზომები უნდა მიიღოს“.

 

„დავით არახამიას არ ვიცნობ, მაგრამ გარკვეული პატივისცემის და იმის გათვალისწინებით, რომ ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას და ზოგადად მის მოქალაქეებს, ნათქვამში არ უნდა ჩასდიო. ეს უკვე ნამეტანია. ნამეტანი მოსდის ამ ადამიანს. არ შეიძლება ასეთი ბრალდებების ხელაღებით ფანტვა, ან უნდა წარმოადგინოს არგუმენტი, ან უკან უნდა წაიღოს თავის სიტყვები. უკვე ნამდვილად საზღვრებს სცილდება“, – განაცხადა სერგეენკომ.

წაკითხვა 221 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.