May 18, 2024

''ქუჩას გამოუჩნდა ახალი, გაცილებით კონკურენტუნარიანი პატრონი, ეს არის ახალგაზრდობა'' - დავით ბერძენიშვილი

ქუჩას გამოუჩნდა ახალი, გაცილებით კონკურენტუნარიანი პატრონი და ორიენტირი ქართულ-პროევროპულ მოძრაობაში, ეს არის ახალგაზრდობა , - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისის აქციაზე ბევრი ახალგაზრდა გამოვიდა, რაც ასეთი რაოდენობით სხვა აქციაზე აქამდე არ ყოფილა.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა, თუმცა, ამასთან, აუცილებელია „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ მოძრაობას ქუჩაში მივეხმაროთ.

„ასეთი მასშტაბის აქცია, სადაც დიდი უმრავლესობა ახალგაზრდობა იყო, არ მგონია ახალგაზრდობის წილი სხვა აქციაზე ამდენი ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, ამ საუკუნეში და მივიღეთ ახალი რეალობა. პირობითად, ამ 100 000 ადამიანში ნახევარიც არ იქნებოდა გამოკვეთილი პარტიული მხარდამჭერები, - „ნაცების“ თუ სხვა პატარა პარტიების ერთად აღებული. ჩვენ მივიღეთ რეალობა, როდესაც პროევროპული ქართული საზოგადოება, რომელიც სანახევროდ არ იყო პოლიტიკით ასე დაინტერესებული, ძირითადად ახალგაზრდობა და სტუდენტები, ერთად დადგნენ და თქვეს „ჩვენ გვინდა ევროპა და ხელს ნუ გვიშლით“.

 

იმ 100 ათასიანმა მიტინგმა დაინახა ახალი ორიენტირი. ქუჩას გამოუჩნდა ახალი, გაცილებით კონკურენტუნარიანი პატრონი და ორიენტირი ქართულ-პროევროპულ მოძრაობაში, ეს არის ახალგაზრდობა. ეს არის „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული ახალი მოძრაობა და მივეხმაროთ ამ მოძრაობას ქუჩაში. პარლამენტი, ეს არის პოლიტიკის ექსკლუზიური ადგილი, ყველა, ვინც პარლამენტშია იმუშაოს პარლამენტში, როგორც მოგვიწოდებენ ევროპელები. ჯერ პარლამენტში შევაჯანჯღაროთ კარგად ერთმანეთი და შემდეგ დავიწყოთ ურთიერთობების მოწესრიგება.

 

ამ ვითარებაში უნდა მოუგრიხო კისერი, უნდა მოუგო [ხელისუფლებას]. მოუგებ, საზოგადოებრივი ზეწოლით და პარლამენტში აქტიური მუშაობით“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

წაკითხვა 251 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.