May 18, 2024

''საქართველოსთვის იქნება მკაფიო გზა ევროკავშირისკენ'' - ჯოზეფ ბორელი

უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით მიიღებენ, რომ არის ზოგიერთი პირობა, რომელიც შესრულდება. საქართველოსთვის ასევე იქნება მკაფიო გზა ევროკავშირისკენ - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„დღეს დილით ევროპული საბჭო მუშაობდა დასავლეთ ბალკანეთის საკითხზე. ახლა კი ვისაუბრებთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს წევრობის საკითხზე. უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით მიიღებენ, რომ არის ზოგიერთი პირობა, რომელიც შესრულდება. საქართველოსთვის ასევე იქნება მკაფიო გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე, რომელზეც ძალიან ვწუხვართ“, - დასძინა ბორელმა.

 

მისივე თქმით, საკვების ფასების და სიმცირის კუთხით, რუსეთი ცდილობს შიმშილის კრიზისის პროვოცირებას. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინული პორტების განბლოკვის მხრივ გაერო-ს მცდელობას.

 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მედიასთან პროდუქტების მზარდ ფასებზეც ისაუბრა, რაც, მისი თქმით, განსაკუთრებით აფრიკაში ჩანს. მანვე დასძინა, რომ ეს პრობლემებს შექმნის ბევრ აფრიკულ ქვეყანაში და ევროგაერთიანება ეცდება მათ შეძლებისდაგვარად მხარი დაუჭიროს.

წაკითხვა 212 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 23 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.