May 19, 2024

''მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვისთან აქვთ საქმე „ქართული ოცნების“ სახით'' - გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის წასვლით „ალტ - ინფოს“ ლიდერები გამოეყვნენ.

როგორც მან განაცხადა, „ქართული ოცნება“ უნდა დაიშალოს, რადგან ის ანტიდასავლური და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ძალაა.

 

„სამწუხაროა, რომ საქართველოში ყოველდღიურად მდგომარეობა ძალიან კატასტროფულია. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ „ალტ ინფოს“ ლიდერები გამოეყვნენ. ბრიუსელში ძალიან კონკრეტული შეფასება იყო, ომში დადანაშაულების შემდეგ, შეფასება იყო ასეთი: თუ ევროკავშირი არის ეშმაკების გაერთიანება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებს ომში ითრევს, მაშინ საქართველოს ევროკავშირში წევრობა, რატომ უნდა? ძალიან კონკრეტული კითხვა არის, ეშმაკებთან გინდათ ურთიერთობა? ბოროტების მანქანა თუ არის ევროკავშირი, რა უნდა ბოროტების მანქანასთან „ქართულ ოცნებას“? აი, ეს არის მათი პასუხი. უკვე თვალუწვდენელი, აღვირახსნილი ქმედებებია „ქართული ოცნების“ მხრიდან“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

მისი თქმით, დეკემბრამდე რეფორმებია გასატარებელი და არ არის საჭირო ანტიქართული ძალის - „ქართული ოცნების“ ოლიგარქიული რეჟიმის ლოდინი, რომ ის რამეს გააკეთებს.

 

„დეკემბერში კიდევ ნაკლები შანსია, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ვიდრე ერთი კვირის წინ, ხოლო მაისში უფრო ნაკლები შანსი იქნება. შემდგომში, 2023 წლის დეკემბერში კიდევ ნაკლები იმიტომ, რომ პოლიტიკური გარემოებები ძალიან სერიოზულად შეიძლება შეიცვალოს, მათ შორის ევროკავშირში. უკაცრავად, მაგრამ თუ საქართველომ არაფერი გააკეთა, გიჟები კი არ არიან, რომ ხვეწნა-მუდარა დაგვიწყონ, არავინ გვეხვეწება. გვინდა? კი ბატონო, აგერ არის შესაძლებლობა. არ გინდა? კარგად იყავი. ახლა მეორე საკითხი, ის აბსურდი, რომ ახლა ქუჩის პროტესტის დრო არ არის. რას ნიშნავს არ არის? ვერ გავიგე, აბა, „ქართულ ოცნებაზე“ წნეხი როგორ უნდა იყოს?!'' -განაცხადა ვაშაძემ.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აცხადებს, „ქართულ ოცნებას“ 3 ივლისამდე აქვს დარჩენილი ვადა, რომ თავისი პასუხი ჩამოაყალიბოს.

 

„ახლა ისინი ტესტავენ, 3 კაცი, „ალტ ინფო 2“ რომ დავარქვათ, რომ გამოაგდეს „ქართული ოცნებიდან“, შეძლებს თუ არა მძიმე პროცესების შეცვლას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. უკვე ეს დეზინფორმაციის კამპანიები და ადამიანის ტვინზე ძალადობა ვეღარ გაჭრის. მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვისთან აქვთ საქმე „ქართული ოცნების“ სახით. ამიტომ ახლა გარადიკალებული სოზარი, ყაველაშვილი და „ღირსების დაცვის გმირად“ მონათლული ხუნდაძე ვერაფერს შეძლებენ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ის ფიქრობს, რომ თუ ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობენ, „ქართული ოცნება“ სხვა წევრებმაც უნდა დატოვონ.

„ქართული ოცნება“ უნდა დაიშალოს, ეს არის ანტიდასავლური და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ძალა. ამიტომ, უნდა დაიშალოს და მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე, რეფორმებსაც გავაკეთებთ, ტრანსფორმაციაც იქნება და აბსოლუტურად ყველაფერი“,-აღნიშნა ვაშაძემ.

წაკითხვა 249 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.