May 19, 2024

'' მიხეილ სააკაშვილთან დღეს ვაპირებ მისვლას ''

მიხეილ სააკაშვილთან დღეს ვაპირებ მისვლას, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია არ ვიცი, მაგრამ „არ შევხვდები" და „არ მცალიას" არ ველოდები, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, მას სააკაშვილისგან „ცივილურობის მოლოდინი" აქვს.

 

„მიხეილ სააკაშვილი აქეთ რომ ყოფილიყო და არა უკრაინაში, აქამდეც შევხვდებოდი და გავიცნობდი. აქამდეც იდგა საჭიროება მისი პოზიციის მოსმენის, რადგან ვერ ვუგებდი „ნაცების“ პოზიციას. ამან განაპირობა სწორედ ჩემი შეხვედრის სურვილი, რადგან სხვადასხვა ადამიანისგან სხვადასხვა პოზიცია მოვისმინე, ერთი და იგივე პოზიციის გამო, ზოგი მაქებდა და ზოგი მლანძღავდა და „ქოცებთან" შეკრულს მიწოდებდა. მინდა გავერკვიო მიხეილ სააკაშვილის ინტერესი რაში მდგომარეობს, ეს ადამიანი როგორ უყურებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ნაკლები დრო დავხარჯო მის თანაპარტიელებთან საუბარში.

 

მზაობას რაც შეეხება ყველანი ერთად ვნახავთ, მივალ, მოვითხოვ შეხვედრას და დანარჩენს ერთად დაველოდებით. მე მაქვს ცივილურობის მოლოდინი. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა (როგორია) არ ვიცი, მაგრამ "არ შევხვდები" და "არ მცალიას" არ ველოდები" ,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

წაკითხვა 209 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 11 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.