May 19, 2024

''მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე მოთხოვნა უწყებაში არ შესულა '' - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე მოთხოვნა უწყებაში არ შესულა.

 როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო „საჭიროებისამებრ ერთვება“.

 

„ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად მართავს, ასევე კლინიკა სადაც პაციენტი იმყოფება. კლინიცისტების ნაწილში შეუზღუდავი შესაძლებლობაა. ჯანდაცვის სამინისტრომ უცხოელი ექსპერტების ქვეყანაში შემოსვლასა და მათთვის დროებითი სერტიფიკატის გაცემაზე თანხმობა გასცა, როდესაც ამის მოთხოვნა იყო, ახლა ამაზე მოთხოვნა არ შემოსულა“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.

წაკითხვა 279 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 11 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.