May 19, 2024

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებიდან არავის უთქვამს, რომ ევროკავშირი საქართველოსგან „მეორე ფრონტს“ ელოდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებიდან არავის უთქვამს, რომ ევროკავშირი საქართველოსგან „მეორე ფრონტს“ ელოდება.

 

მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, მიუღებელია ხელისუფლებების ბრალდებები, თითქოს ევროკავშირი საქართველოსგან ე.წ. მეორე ფრონტს ელოდება.

 

„ხელისუფლებიდან არავის ასეთი რამ არ უთქვამს. შეიძლება ჩვენ გვქონდეს ასეთი ინფორმაცია, მაგრამ დღემდე ხელისუფლებიდან არავის ასეთი რამ არ უთქვამს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ასეთი ინფორმაციები არსებობდეს. ამიტომ, როდესაც ხელისუფლებიდან ასეთი რამ არავის უთქვამს და სხვა გეუბნება, რომ თითქოს ასე თქვი, აქაც ეჭვები ჩნდება. ამის მაგივრად, სჯობს კომენტარები გაკეთდეს იმ გამონათქვამებზე, რომელიც მართლა გაკეთდა. მაგალითად, ეკა გიგაური როდესაც ომისკენ მოგვიწოდებდა, ამაზე სჯობს გაკეთდეს კომენტარები, ან ლომჯარიას განცხადებაზე, რომ ომის ცეცხლი ურჩევნია რაღაც-რაღაცებს, ამაზე სჯობდა კომენტარი გაკეთებულიყო, ან უსუფაშვილი, მარგველაშვილი როცა აკეთებდნენ ომისკენ მიმართულ განცხადებებს, სჯობდა ამაზე გაკეთებულიყო კომენტარი. ჩვენ რაღაცას არ ვამბობთ და ამაზე გვთხოვენ პასუხს მაშინ, როდესაც სხვები რაღაცას ამბობენ და იმაზე კომენტარსაც კი არ აკეთებენ“,-განაცხადა კობახიძემ.

 

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის ხელმძღვანელ დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე უცხოელ პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ ურთიერთობას „პინგ-პონგი“ უწოდა და მოუწოდა, „დიალოგი სხვა ფორმატში გადაიყვანოს“.

 

„მივმართავ ხელისუფლებას: არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს. ეს არის მიუღებელი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 213 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 20 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.