''ის ადამიანები გვაკრიტიკებენ, რომლის ხელისუფლების პირობებში, ჩააბარეს 20 პროცენტი''

გვაცადონ, 10 წელი გავიდა, რისკებს მაქსიმალურად ვანეიტრალებთ, მათ შორის, ოკუპაციის კუთხით, შესაბამისი პრაგმატული პოლიტიკა გვაქვს,- ასე პასუხობს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის კრიტიკას, რომ რუსი აგენტი, თავისუფლად გადაადგილდებოდა საქართველოში და დარღვეული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.

ამასთან, კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ, რომელიც ახლა ამ ხელისუფლებას აკრიტიკებს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსული გავლენები გააძლიერა საქართველოში.

 

"ჩემი პასუხია გვაცადონ. 10 წელი გავიდა, რაც ხელისუფლებაში ვართ და მინიმუმამდე დავიყვანეთ რისკები. ის ადამიანები გვაკრიტიკებენ, რომლის ხელისუფლების პირობებში, ჩააბარეს 20 პროცენტი, ეკონომიკური ობიექტები, ათასი უბედურება მოაწყვეს საქართველოში და რუსული გავლენები გააძლიერეს საქართველოს ტერიტორიაზე. გვაცადონ, 10 წელი გავიდა, რისკებს მაქსიმალურად ვანეიტრალებთ, მათ შორის, ოკუპაციის კუთხით, შესაბამისი პრაგმატული პოლიტიკა გვაქვს და ყველა რისკი არის სათანადო კონტროლის ქვეშ. გვაცადონ, თვითონ მოინანიონ საკუთარი დანაშაულები, მათ შორის, რომელიც რუსული გავლენების გაძლიერებას უკავშირდება საქართველოში და ჩვენ გვაცადონ ინ პოლიტიკის გაგრძელება, რომლის შედეგია ის, რომ ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება ომის და რუსული ტერიტორიული წინსვლის გარეშე ამ ქვეყანაში",- განაცხადა კობახიძემ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ალბანეთში დააკავეს რუსი აგენტი, რომელიც მანამდე იმყოფებიდა საქართველოში და ამასთან ერთად, მას დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონიც.

წაკითხვა 164 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.