არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებზე გარკვეული შეზღუდვები დადგინდება

არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებზე გარკვეული შეზღუდვები დადგინდება.

ეს უკვე ასახულია “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის სამუშაო ვარიანტში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.

 

“თუ დამკვირვებელი, რომელიც იდენტიფიცირებული და წარდგენილი იქნა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ოფიციალურად კონკრეტული რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ და გამოვლინდება, რომ ის ბოლო ორი საერთო თუ შუალედური არჩევნების დროს იყო რომელიმე კონკრეტული პოლიტიკურ სუბიექტის წარმომადგენელი, ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ან უფიქსირდება შემოწირულობა რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ეს ადამიანი მოიხსნება რეგისტრაციიდან, როგორც დამკვირვებელი, მაგრამ ორგანიზაცია და მის მიერ წარმოდგენილი სხვა დამკვირვებლები, რა თქმა უნდა, სადამკვირვებლო ფუნქციას განახორციელებენ. ეს არის ის მინიმალური შეზღუდვა, რომელიც ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში უფრო მკაცრად არის სანქცირებული“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

მისივე თქმით, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მანდატი გაფართოვდება. კერძოდ, არასაარჩევნო პერიოდში კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნება შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდნენ და დაესწრონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებს და მის საქმიანობას მონიტორინგი გაუწიონ.

წაკითხვა 182 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 16 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.