"არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაწილები"

არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაწილები, რომელიც ქმნიან ფასადს, თითქოს მრავალპარტიულობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებასა“ და მოძრაობა „დროას“ ალიანსში შესაძლო გაერთიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის თვალის ახვევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. 

„საერთო ჯამში, რასაც ვხედავთ ერთი რადიკალური მიმართულების პარტიაა, მეორე – ლიდერები ამ პარტიის გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები. შესაბამისად, ერთადერთი დასკვნის თქმა შეიძლება ამასთან დაკავშირებით და დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობთ, რომ სინამდვილეში არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს. არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაწილები, რომლებიც ქმნიან ფასადს, თითქოს არის მრავალპარტიულობა. სინამდვილეში კი არის ერთი მთლიანი, ამიტომ შესაკრებელთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ჯამი გამოსდით მათ ყოველთვის – „ნაციონალური მოძრაობა“. ასე რომ, ახლა არაფერი ახალი არაა ამ მხრივ. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი თვალის ახვევის და ფასადის შექმნის. სინამდვილეში, არანაირი გაყოფა, გაერთიანება არ ხდება. ეს გუნდი იყო ყოველთვის ერთიანი გუნდი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 164 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 19 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.