''უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზეა მოსასმენი'' - გრიგოლ ლილუაშვილი

უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი.

ეს ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს , - ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას ტოტალურ მოსმენებთან დაკავშირებით. სოხუმის დაცემის დღეს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან ლილუაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ უსმენს მათ მისი სამსახური და თუკი მოსმენები კანონიერად ხორციელდება, პროკურატურა რატომ ანიჭებს "კრებსებში" მოხვედრილ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსს.

 

"ვინმემ გამოიყენა თქვენს წინააღმდეგ? დაგაშანტაჟათ თუ რა? რომელი კრებსები იყო? აუდიო? ვიდეო? სპექტაკლი რომ დადგით, აგენტი 001 და აგენტი 007? ამ სისულელეებს? გამოძიებამ თქვენ მოგწერათ, გადმოგვეცით ის მასალები, რაც გაქვთო და გადაეცით მასალა, თუკი გინდათ გარკვევა. ოღონდ მერე არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემოქმედი არა სუსი, არამედ თქვენი ტელეკომპანიაა", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა .

 

პროკურატურამ 2022 წელს ათობით ჟურნალისტს, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი - მიზეზი სხვადასხვა დროს, სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილ ფაილებში მათი კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერებია, რომლებიც უკანონო მოსმენისა და მიყურადების შედეგად არის მოპოვებული და რომლის ავთენტურობასაც ყველა ჟურნალისტი ადასტურებს.

 

მოსმენების საქმეზე სარჩელები საქართველოდან გაგზავნილია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც.

წაკითხვა 157 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 27 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.