May 14, 2024

''რუსეთში ჩვენი თანამოქალაქეებიც ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, საქართველოში შემოვიდნენ''

რუსეთში ჩვენი თანამოქალაქეებიც ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, საქართველოში შემოვიდნენ, აქედან გამომდინარე, საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს.

ამასთან, კობახიძის თქმით, სახელმწიფო უწყებები პასუხისმგებელი არიან ვითარების კონტროლზე და მისივე განცხადებით, ახლა ვითარება თავიდან ბოლომდე კონტროლქვეშაა.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების ინტერესები იყოს დაცული, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და საქართველოდან არიან წასული. ყველა საკითხი აწონ-დაწონილი უნდა იყოს, ეს არის სახელმწიფო უწყებების საქმე და ისინი მუშაობენ პასუხისმგებლობით. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოები ინტერესები იყო დაცული და მომავალშიც ბოლომდე იქნება დაცული. საზღვრის არჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში შემოვიდნენ. აქედან გამომდინარე, საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება და ეს დააზიანებს ამ ადამიანების ინტერესებს. ამის მიღმაც უამრავი საკითხია, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემა არავითარ შემთხვევაში არ შეექმნება, ვითარება კონტროლქვეშაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 208 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.