"„ქართულმა ოცნებამ“ ტრადიციულად ჩირგვებში არ უნდა ჩარგოს თავი, ვითომ არაფერი მომხდარა " - ალეკო ელისაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ ტრადიციულად ჩირგვებში არ უნდა ჩარგოს თავი, ვითომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა - ეს განსაკუთრებულად საშიში პრეცედენტია, - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი, „მოქალაქეების“ ლიდერი

 ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას.

 

ელისაშვილის თქმით, მომხდარზე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია უნდა იყოს კატეგორიული და ძალიან მკაცრი, რათა ამას გაგრძელებები არ მოჰყვეს.

 

“ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ჩვენი სახელმწიფოს და სუვერენიტეტის შეურაცხყოფაა. ელჩის დაბარებიდან და გამოწვევიდან დაწყებული, ყველაფერს უნდა გადავხედოთ. მთელი არსენალი უნდა ვიცოდეთ, თუ რა შეიძლება გამოვიყენოთ ბელარუსთან მიმართებაში. გამოსაყენებელია ყველაფერი!

 

უცნაური იყო, რომ ეს ვირეშმაკა კაცი ლუკაშენკო აქამდე ფეხს ითრევდა და არაღიარების პოლიტიკას უჭერდა მხარს. ამას შეიძლება ბელორუსიდან აფხაზეთის აღიარება მოჰყვეს. თან კონტექსტიც უნდა გავითვალისწინოთ - უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფენდუმები ჩატარდა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების მიზნით. მოსალოდნელია როგორ ბელარუსის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება, ასევე რუსეთის მხრიდან ამ რეგიონების მიერთებისკენ ნაბიჯების გადადგმა. ყოველ შემთხვევაში კარგს არც რუსეთისგან და არც ამ ოხერი კაცისგან არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

წაკითხვა 256 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.