May 14, 2024

"დეოლიგარქიზაციის კანონი ფუჭი ძალისხმევაა, უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა, მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის"

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ფუჭი ძალისხმევაა.

ელისაშვილის თქმით, მართლმსაჯულების ნორმალური სისტემის მოქმედების შემთხვევაში, სპეციალური კანონების მიღება საჭირო აღარ იქნება და ავტომატურად გამოირიცხება, ვინმე ჩრდილიდან მართავდეს პოლიტიკას.

 

„უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მდიდარი ადამიანის ოლიგარქად აღიარება მოხდება. პირველ რიგში მათი, ვინც ოპოზიციას აფინანსებს და იმ მდიდრების, ოპოზიციაში რომ არიან, მეტი არაფერი შეიცვლება. თუ ჩვენ მართლმსაჯულების ნორმალური სისტემა გვექნება, სპეციალური კანონების მიღება ამაზე არ დაგვჭირდება, ავტომატურად გამოირიცხება, რომ ვინმე ჩრდილიდან მართავდეს პოლიტიკას. ეს კანონპროექტი დამთავრდება იმით, რომ კეზერაშვილსა და კიდევ რამდენიმეს აუკრძალავენ პარტიებისა და მედიის დაფინანსებას“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

წაკითხვა 188 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 03 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.