May 14, 2024

"კახი, არ გადადგე! ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები, ლენტის გაჭრა, ფოიერვერკები - არ გადადგე!"

კახი, არ გადადგე! რა საჭიროა, უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი. დაბალი ღობე ხომ გამოჩნდა. ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები - ლენტის გაჭრა, ფოიერვერკები, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ხაზარაძის შეფასებით, ჯობია კახა კალაძე არ გადადგეს, რათა ყველამ დაინახოს როგორი "თავკაცი არ უნდა ჰყავდეს ქალაქს".

 

„კახი, არ გადადგე! რა საჭიროა, უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი. დაბალი ღობე ხომ გამოჩნდა. ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები - ლენტის გაჭრა, ფოიერვერკები.... მეგონა საქართველოს ნაკრები გუნდის გამოყვანა მოედანზე რაღაცას ნიშნავდა, თურმე არაფერს. თუ შენს გუნდელებს დაიჭერენ, შენ ხომ გადარჩები.

 

არ გადადგე, ჯობია ბოლომდე ყველამ დაინახოს, განსაკუთრებით თბილისმა, როგორი თავკაცი არ უნდა ჰყავდეს ქალაქს!

 

შეიძლება ფიქრობ, რომ ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა. არა - გეშლება! ამ ქალაქში ყველაფერი არ მოსულა! 

 

არ ვაპირებდი ამის დაწერას, მეგონა, რომ განიცდიდი - ეს ფოტო ბავშვთან რა იყო? ლაზარეს რას ერჩოდი? არ გადადგე! იქნებ მიხვდეს ყველა როგორი თბილისი არ გვჭირდება".

ვახ, მაინც როგორ მეგონა, რომ გუნდის კაპიტნობა სხვა რამე იყო შენთვის...”,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 321 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 19 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.