"ყველა ქართველ დიპლომატს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს – ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქართული დიპლომატია დღესაც ღირსეულად ასრულებს დიდ წინაპართა მისიას, ურთულესი გამოწვევების ფონზე სათანადოდ ატარებს საქართველოს ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში.

 

„ყველა ქართველ დიპლომატს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს – ქართული დიპლომატიის დღეს!

 

ეს თარიღი დიდი საზოგადო მოღვაწის, ქართველი ერის ევროპული იდეის ერთ-ერთი მედროშის – სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება. საამაყოა, რომ ქართული დიპლომატია დღესაც ღირსეულად ასრულებს დიდ წინაპართა მისიას, ურთულესი გამოწვევების ფონზე სათანადოდ ატარებს საქართველოს ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში.

 

დღეს ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება მაღალპროფესიონალი, პატრიოტი დიპლომატები. გიდასტურებთ პირადად ჩემს და მთავრობის მხარდაჭერას იმ საქმიანობაში, რომელიც შედეგსა და ქვეყნის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

წაკითხვა 174 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.