"პოლარიზაციის შემცირება ზღაპარია, ილუზიებში ცხოვრებას არ ვაპირებ"- ზურა ჯაფარიძე
პოლარიზაციის შემცირება ზღაპარია, ილუზიებში ცხოვრებას არ ვაპირებ, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლარიზაციის მთავარი ხელშემწყობი ხელისუფლებაა.
„მთავარი მოთხოვნა არის დეოლიგარქიზაცია, მართლმსაჯულებისა და საარჩვენო სისტემის შეცვლა. ამაზე ბრიუსელში ბევრი გვისაუბრია. დეპოლარიზაცია ამ მოცემულობაში შეუძლებელია, რადგან პოლარიზაციის მთავარი ხელშემწყობი არის ხელისუფლება და ეს მათ მთელი ათი წლის განმავლობაში აჩვენეს. მათ შორის იმით, რომ 5%-იან ბარიერს ინარჩუნებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ესეც იმას აჩვენებს, რომ მიზანმიმართულად მიდიან პოლარიზაციისკენ. ამიტომ, პოლარიზაციის შემცირება ზღაპარია, ილუზიებში ცხოვრებას არ ვაპირებ“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ოპოზიციონერმა „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და „დროასთან“ შესაძლო გაერთიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გაერთიანება თუ შედგა, ამას ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება მოჰყვება.
„ეს გაერთიანება თუ შედგა, ხელისუფლებას შეცვლის და შემდეგ ქვეყანას დააბრუნებს ევროპული განვითარების გზაზე, რომელსაც ამ ხელისუფლებამ ააცდინა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძემ ოპოზიციის საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფითი დამოკიდებულება შეაფასა და განმარტა, რომ ეს მეთოდი წინა არჩევნებზე თუ მუშაობდა, მაშინ ახლაც იმუშავებს.
„ჯერ არანაირ საერთო სიაზე საუბარი არ არის, აქამდე ჯერ მისასვლელია, მაგრამ ,,ნაციონალური მოძრაობის” ეს და სხვა არგუმენტებიც მოვისმინე. ეს არგუმენტები შარშანაც არსებობდა, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, მაგრამ ამის მიუხედავად, მე, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია ერთად ვიდექით. შარშან თუ მუშაობდა. წელს რატომ არ იმუშავებს?!“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
სიახლეები
- კომიტეტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 67 წამში განიხილა და მიიღო
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს