"პოლარიზაციამ მოგვიცვა, ის ყველგანაა, პოლიტიკურ პარტიებს შორის, მედიაში, ეკლესიაში"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში" მონაწილეობისას საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და მათ შორის დაასახელა პოლარიზაცია. პრეზიდენტმა სტრასბურგში, დებატებში პასუხისას თქვა, რომ პოლარიზაცია არის როგორც პარტიებში, ისე მედიასა და ეკლესიაში.

"ჩვენც ვუპირისპირდებით ყველა გამოწვევას ჩვენს დემოკრატიაში, დებატებში პოლარიზაციას, რომელმაც მოგვიცვა. ეს ყველგანაა: პოლიტიკაში, პოლიტიკურ პარტიებს შორის, მედიაში და ეკლესიაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა ჩვენს ქვეყანაში. ეკლესიაშიც არის პოლარიზაცია. რას ვგულისხმობ პოლარიზაციაში? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ურთიერთნდობა აღარ გვაქვს და ერთმანეთს მტრებად განვიხილავთ... პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაული", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მან თავის გამოსვლაში ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქმული სიტყვები გაიხსენა:

 

"ეს არის პირველი ევროპული ინსტიტუცია, სადაც საქართველო მიიღეს. ასე რომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე ჩვენ ვართ ევროპელები. მას შემდეგ ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის 80%-ს სურს. იყო ზრდა და კლება. ჩვენ არ გვქონია დემოკრატიის ისეთი საუკეთესო გამოცდილება, როგორიც ამ ოთახში მყოფებს ჰქონდათ... გვქონდა გამოწვევები... მინდა, ქედი მოვიხარო უკრაინის წინაშე. ყველაზე გასაოცარი და უჩვეულოა თქვენი ერის ერთობა ამ უდიდესი გამოწვევის წინაშე. შეიძლება სწორედ ეს არის ის, რაც დაეხმარა თქვენს მოქალაქეებს ამ ომში ბრძოლაში და გადარჩენაში".

 

"დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი" ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება.

 

საფრანგეთში ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსთან. დემოკრატიის ფორუმის ფარგლებში პრეზიდენტი ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირს შეხვდება.

წაკითხვა 153 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.