"იუსტიციის მინისტრს სწორი განწყობა აქვს" - გიული ალასანია

გიული ალასანიას განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს განწყობა სწორია და ექსპერტიზის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განსახილველად სწორედ სასამართლოში უნდა შევიდეს.

 

„რაც მოვისმინე მგონია, რომ იუსტიციის მინისტრს სწორი განწყობა აქვს. ისინი ამბობენ, რომ დოკუმენტები უნდა შევიდეს სასამართლოში და შემდეგ სასამართლომ უნდა განიხილოს, სწორია ეს, მაგის განხილვა იქნება, საჭიროა გადაყვანა თუ არა. ჯერ უნდა შეუწყდეს მას სასჯელის მოხდა და შემდეგ უნდა მოხდეს მისი გადაყვანა, თუ სასამართლო ასე მიიჩნევს“, - აღნიშნა ალასანიამ.

 

როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, ოჯახმა სასამართლოს ექსპერტის დასკვნის საფუძველზე უნდა მიმართოს და შემდგომ სასამართლომ გადაწყვიტოს, გადაუვადდეს მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა, თუ გათავისუფლდეს.

წაკითხვა 278 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.