May 10, 2024

"ბოლო დღეებია, ვისმენთ ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს" - კახა კალაძე

არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, არსებობს გარკვეული თარიღები, რომლებსაც განსაკუთრებული აღნიშვნა სჭირდება და სწორედ ასეთია ახალი წელი.

 

„მინდა, ყველას შევახსენო, რომ არსებობს გარკვეული თარიღები, რომლებსაც, გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სჭირდება განსაკუთრებული აღნიშვნა, რადგან იმედის, სიხარულისა და ბედნიერების განცდა აუცილებელია ადამიანების ცხოვრებაში. სწორედ ასეთია ახალი წელი. ვისურვებ, რომ არასდროს, მსოფლიოს არცერთ ქალაქში არ გაქრობოდეთ ადამიანებს მისი სათანადოდ აღნიშვნის სურვილი. დღეს მსოფლიო არის სერიოზული გამოწვევების წინაშე, ჩვენს რეგიონშიც სერიოზული პრობლემებია ამ მიმართულებით, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველგან ცდილობენ, ადამიანებს მისცენ შესაძლებლობა, აღინიშნონ შობა-ახალი წლის დღეები. ძალიან სამწუხაროა, და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ბოლო დღეებია, ვისმენთ ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელთა განხილვას დღეს აქ არ შევუდგები. შემიძლია, ვთქვა ერთი: არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოსა და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები. არავის არ მიეცემა ამის უფლება და შესაძლებლობა. ახალი წლისა და შობის დღეები არის დღესასწაული, რომელსაც განსაკუთრებით ელოდება ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანი, ბავშვები, ყველა თაობის ადამიანი, ყველასთვის არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

წაკითხვა 180 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 08 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.