May 18, 2024

"ჩვენმა ქვეყანამ, ბოლო 10 წლის მანძილზე, გიგანტური ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების გზაზე"

დღეს მსოფლიო ზეიმობს და აღნიშნავს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, მათ შორის საქართველოც, რომელმაც ბოლო 10 წლის მანძილზე გიგანტური ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არასდროს არის საკმარისი და საჭიროა კიდევ უფრო მეტი მუშაობა.

 

„ჩვენ გვაქვს გამართული პენიტენციური სამსახური, სადაც ადამიანის უფლებები და ღირსება დაცულია, ასევე სასამართლო, რომელიც არის უფრო მეტად დამოუკიდებელი, კვალიფიციური, პროფესიონალი და მიუკერძოებელი, ვიდრე იყო 10 წლის წინ, აქ რეფორმები, გაუმჯობესების პროცესი გრძელდება. გაუმჯობესების პროცესი გრძელდება ძალიან ბევრი მიმართულებით, როგორიც არის საარჩევნო უფლება, როდესაც შემოვიდა და საბოლოოდ დამკვიდრდა პრინციპი – ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა, ასევე იქნება ეს საკუთრების, ოჯახური ცხოვრების, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, თუ მრავალი სხვა. სწორედ ამ მიღწევას და პროგრესს ვულოცავ ყველას, იქნება ის საქართველოს ფარგლებში, თუ ქვეყნის ფარგლებს მიღმა და ვუსურვებ ამ გზაზე კიდევ მეტ წარმატებას, წინსვლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არასდროს არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი სამუშაო გვაქვს, რათა, მაგალითად, შშმ პირთა უფლებები კიდევ უკეთ დავიცვათ, რომელთათვისაც ჩვენ ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროში მივიღეთ შესანიშნავი კანონი. ქალთა უფლებები – მათთვის სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია მოხდა, მაგრამ პრაქტიკაში კიდევ მრავალი გამოწვევაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წაკითხვა 227 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.