May 10, 2024

"გამოდით ოთახებიდან"- ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიასა და ნუგზარ წიკლაურს მიმართავს

ერთობის დემონსტრირება არის მნიშვნელოვანი. პარტიას სჭირდება თავმჯდომარე, რომლიც კი არ დაყოფს, კი არ დაქსაქსავს, ტალახს კი არ ესვრის თავის თანაგუნდელებს, არამედ ეცდება, რომ გააერთიანოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ამის დემონსტრირება იყო ჩვენი მხრიდან, რაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე შესვლის წინ განვაცხადეთ, რომ ყველა წესზე, ყველა თარიღზე ვიყავით მზად, მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების თარიღი არსებობს. არაფერი არ არის ისეთი, რასაც მხარს არ ვუჭერდით.

 

ვმსჯელობდით რამდენიმე წესზე, რომელიც მისაღები იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მხარდამჭერებისთვისაც, რათა შესაძლებელი იყოს, არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ რაიმე მანიპულაციის საშუალება არ იყოს“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

 

მან ნიკა მელიასა და ნუგზარ წიკლაურს მიმართა.

 

„მოდით, მარტივ რამეს გეტყვით. პარტიას ჯერ კიდევ ჰყავს მოქმედი თავმჯდომარე, რომელმაც ეს პასუხისმგებლობა დაიტოვა. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ექნებათ, მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს თანაგუნდელებთან, თანამებრძოლებთან ერთად. მხოლოდ ეს პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ საკუთარ თავზე დაიტოვა ნიკა მელიამ. უკვე ერთი თვეა, მოვუწოდებ, რომ გამოდით ოთახებიდან, ბატონო ნიკა, ბატონო ნუგზარ, წიკლაურს მივმართავთ. მარტო კაბინეტიდან, ოთახიდან, ცენტრალური ოფისიდან გაუსვლელად საქმე არ კეთდება. ამიტომ ვიკითხე რიტორიკულად ხაშურში, პარტიის თავმჯდომარე ხაშურში ნამყოფი არ არის. ამაზე მეტი რა უნდა გითხრათ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

წაკითხვა 189 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.