"დღეს ვნახეთ მორიგი სიმულაცია, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია"

დღეს ვნახეთ მორიგი სიმულაცია, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ვერცერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს, რაც ადასტურებს, რომ სააკაშვილის მხრიდან არის ცალსახა სიმულაცია.

 

„რაც შეეხება სააკაშვილის ვიზუალს, არაფრით არ განსხვავდება იმ კადრებისგან, რაც რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ. სააკაშვილი არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება. მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც გამოიწვია ასევე წონაში კლება. ეს არის ერთადერთი, რასაც ვიზუალიდან ვხედავთ.

 

რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებებს, ეს უნდა იყოს დადასტურებული დიაგნოზით. ვერცერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს, რაც იმას ადასტურებს, რომ არის ცალსახა სიმულაცია და უნიჭო სიმულაცია, მათ შორის, რაც დღეს ვიხილეთ. როცა საქმე ეხება რაიმე სამართლებრივ პრიცედურას, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შესაბამისმა უწყებამ სამართლებრივი კრიტერიუმებით და კრიტერიუმია – დიაგნოზი. არავითარი დიაგნოზი არ აქვთ. რაღაც მონაცემები ამერიკაში გააგზავნეს და იქიდან მანიპულირებული მონაცემები ჩამოვიდა. სინამდვილეში, არავითარი მოწამვლა არ ყოფილა. მთელ მსოფლიოში დაატრიალეს სტატიებ​ი, რომ ვითომ სააკაშვილი მოწამლულია. მაგრამ გაირკვა, რომ, იმავე დასკვნის თანახმად, მოწამვლა არ არის. ფონს გასვლას ასეთი მანიპულაციებით და ფეიკებით ცდილობენ. კადრები ნახეთ, მასზე სამედიცინო პერსონალი როგორ ზრუნავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან უღირსი დამოკიდებულებაა სამედიცინო პერსონალის მიმართ.

 

პატიმარს როგორი მძიმე დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ზრუნვის პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს და ამას აკეთებს სწორედ იუსტიციის სამინისტრო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.a

წაკითხვა 140 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.