"სააკაშვილი ისჯება სამშობლოს სიყვარულისა და პატრიოტიზმისთვის" - გიული ალასანია

ყოველ შესვლაზე უფრო და უფრო მძიმე მდგომარეობა მხვდება, ვგულისხმობ, ჯანმრთელობის მდგომარეობას. საშინელი სისუსტე აქვს, ნერვული სისტემა აბსოლუტურად დანგრეულია, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

ალასანიას განცხადებით, შეუძლებელია იმ დასკვნის გადაფარვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არის გამოქვეყნებული.

 

„დასკვნის გადაფარვა არის შეუძლებელი, ის დასკვნა არსებობს და არის რეალური. რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტიზას, მაგათ საიტზე წერია, რომ ისინი მძიმე მეტალებთან ვერ მუშაობენ და აქ საქმე გვაქვს სწორედ მძიმე მეტალებთან, ამიტომ გამორიცხულია. იცით, რა მაკვირვებს ყველაზე მეტად? მე ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე საბჭოთა კავშირში, საბჭოთა წყობაში. მაშინაც კი ამერიკის სიყვარული არ იყო ისე აკრძალული, როგორც ახლა ჩვენს ქვეყანაში არის სამშობლოს სიყვარული აკრძალული და ისჯება. მაგალითი გვაქვს ცოცხალი, ის ისჯება სამშობლოს სიყვარულისა და პატრიოტიზმისთვის. პროცესებს რაც შეეხება, მე რომ მკითხოთ, დღეში რამდენიმე პროცესი უნდა გაიმართოს და დამთავრდეს სასწრაფოდ ეს ყველაფერი, აღარ ითმენს დრო“, – განაცხადა ალასანიამ.

წაკითხვა 204 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.