"აქ რომ მოვარდით, მაინტერესებს, ადამიანები, რომლებიც ჩემს შესახებ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007 წელს"

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს რეზიდენციის ეზოდან მიმართა.

„ძალიან მაინტერესებს, ჯერ მე მაქვს კითხვები – აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემს შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007 წელს, სად იყვნენ, როცა მომხდარი იყო მიშასდროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ? მე გეტყვით, სად იყვნენ – ან იყვნენ მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობაზე, ან იყვნენ „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული. თურმე იციან, რას, როდის და რატომ გავაკეთებ.

 

მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე? მე გავამწესე ასეთ ადგილებზე? საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ, ეს არ არის შეწყალება?სადა ხართ, როდის გააპროტესტეთ, სად იყავით და სადა ხართ? ესენი არიან თავთავიანთ ადგილებზე, სადაც არიან“,  -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტის ამ განცხადებას აქციაზე ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას აღარ უსმენდნენ და სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა.

 

სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან 15:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამის შემდეგ აქციაზე განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მათთან შეხვედრის სურვილი აქვს. რის შემდეგაც, აქციის მონაწილეებმა რეზიდენციის შესასვლელთან გადაინაცვლეს, ნაწილი რეზიდენციის ეზოში შევიდა, სადაც პრეზიდენტმა მათ მიმართა.

 
წაკითხვა 215 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 28 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.