May 14, 2024

მედიაში გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზუროდ მოიხსსნიებს

მედიაში დღეს გავრცელდა ჩანაწერი, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტზე, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და მას უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა თავად გავრცელების ფაქტმა ნიკა მელიას თანამოაზრეების შეშფოთება გამოიწვია.

 

აღნიშნულ ჩანაწერს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში სტატუსით გამოეხმაურა:

 

"ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ.

 

ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს. ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ. ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის," - წერს ხატია დეკანოიძე.

წაკითხვა 233 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.