May 14, 2024

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში სამუშაო ვიზიტს გამართავს

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთში სამუშაო ვიზიტს გამართავს, ინფორმაციას საქართველოს და სომხეთის მთავრობების პრესსამსახურები ავრცელებენ.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით, სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

 

ასევე დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა.

 

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი კაბინეტის წევრები საქართველოში სამუშაო ვიზიტით 2021 წლის 20 დეკემბერს იმყოფებოდნენ. ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კი ბოლოს 2021 წლის სექტემბერში შედგა.

 

მანამდე, გასული წლის 18 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ერევანში შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის დედაქალაქში ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.

წაკითხვა 177 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 12 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.