"სააკაშვილი თუ მისმენს, ვეტყვი, ვერაფერსაც დაგვაკლებ, შენ ხარ კრიმინალი" - თეა წულუკიანი

მიხეილ სააკაშვილი თუ მისმენს, ვეტყვი, ვერაფერსაც დაგვაკლებ – შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე, კეთილი ინებე, მოიხადე ის სასჯელი, რომელიც მოგისაჯა საქართველოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და რეფორმირებულმა სასამართლომ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ე.წ. მაგნიტსკის სიაზე საუბრობს არაერთი უპასუხისმგებლო ადამიანი ოპოზიციიდან.

 

„მე, როგორც იუსტიციის ყოფილ მინისტრს, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ექთანს, თითოეულ ექიმს და სამედიცინო პერსონალს, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, ზრუნავს მიხეილ სააკაშვილის, ამ კრიმინალის ჯანმრთელობაზე. ეს არის ძალიან დიდი შრომა, როცა ასეთი უმძიმესი ქცევების მქონე, უპასუხისმგებლო ადამიანთან გაქვს საქმე, ამიტომაც ამ ადამიანებს ეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება სიას, ჩვენ მაშინ არ შევუშინებივართ ე.წ. სიას, როცა გვეუბნებოდნენ – დაგიჭერთ, დაგაპატიმრებთ, ამოგალპობთ ციხეში, ხელი არ აუკანკალდებოდა არავის, როცა ამას გვეუბნებოდნენ ქართველ ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი კრიმინალი ბელადი, რომელიც ახლა სრულიად დამსახურებულად ბრძანდება ორპალატიან საკანში და პრეტენზიები აქვს. მაშინ არ შევუშინებივართ, რადგან ვიცოდით, რომ ვიბრძოდით სიმართლისთვის. ახლა ეს სიები შეუძლიათ, შეადგინონ, მერე კარგად წაიკითხონ და შეინახონ თავიანთ რომელიმე უჯრაში. ჩვენ მიჩვეული ვართ უკვე ამ სიების შედგენას, რომ ოცნება აქვთ და ნატრულობენ, რომ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, დაიჭერენ ყველა მინისტრს, ექთნებს, ექიმებს, ამოგვალპობენ ყველას ერთად ციხეში. აი, ახლა თუ მიხეილ სააკაშვილი მისმენს, ვეტყვი, რომ ვერაფერსაც დაგვაკლებ. შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე და კეთილი ინებე, მოიხადე ის სასჯელი, რომელიც მოგისაჯა საქართველოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და რეფორმირებულმა სასამართლომ. ეს არის ჩვენი კანონის პატივისცემა და აღსრულებაც. ეს არის ჩემი პასუხი. დამღლელია უკვე ამდენი ვითომ მუქარის მოსმენა, რომ ჩვენ დავბრუნდებით და ყველას ამოგალპობთ ციხეში“, – განაცხადა წულუკიანმა.

წაკითხვა 441 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.