"მჯერა, არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, სადაც პრეზიდენტებს კლავენ"- მიხეილ სააკაშვილის ძმა

მჯერა, არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, სადაც კლავენ პრეზიდენტებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, აქ არის საუბარი არა პოლიტიკური გემოვნების დაცვაზე, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 

„მე, პირადად, ვარ იდეალისტი და მჯერა ადამიანის ჰუმანურობის, კაცთმოყვარეობისა და კიდევ მჯერა, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი, თუნდაც სახელმწიფოებრიობა, სახელმწიფოებრიობის განცდა. არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, არ შემდგარი სახელმწიფო, სადაც კლავენ პრეზიდენტებს, სადაც არ უფრთხილდებიან ისტორიას, სადაც არ უფრთხილდებიან წარსულს, აწმყოს და თუნდაც, მომავალს. ეს არის კატასტროფა, რაც ხდება. აქ არ არის საუბარი არანაირი პოლიტიკური გემოვნების დაცვაზე, აქ არის საუბარი ადამიანის ჯანმრთელობაზე ეს არის და ეს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

წაკითხვა 156 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.