May 14, 2024

"ჩემი მისამართით აგორებულია ბინძური კამპანია" - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ზუგდიდში პარტიის წევრებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ ნიკა მელიამ განაცხადა, ოპონენტები მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას მიმართავენ, „თუმცა მათ ბრძოლის თავიანთი სტრატეგი აქვთ“.

 

კითხვაზე, რატომ არ დაესწრო ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ანი წითლიძე მის მხარდასაჭერ ბრიფინგს საკრებულოს დეპუტატებთან ერთად და რატომ გამოუცხადა მხარდაჭერა ლევან ხაბეიშვილს პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან კონჯარიამ, მელიამ აღნიშნა: „არ ვიცი და ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. აქ ვარ, რადგან ბევრი გამოწვევის წინაშეა პარტია და ქვეყანა. ეს გამოწვევები უნდა იყოს დაძლეული. აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს ძლიერმა კანდიდატმა. ჩემი მისამართით არის აგორებული ბინძური კამპანია ეს მათი სტრატეგიაა ჩემს წინააღმდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს“.

წაკითხვა 197 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.