"დიდი პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად დადგება პარტიაშიც და ქვეყანაშიც"- ნიკა მელია

ზუგდიდში ნიკა მელია პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს დახურულ ფორმატში ხვდება.

როგორც ნიკა მელიამ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, ოპონენტები მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას მიმართავენ.

 

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი მიუღებელი ფორმებით დაიწყო.

 

„ის საარჩევნო პროცესი, რომელიც დაიწყო, რბილად რომ ვთქვათ, დაიწყო აბსოლუტურად უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით და საერთო პოლიტიკური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ზიანის მიყენებით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სულ რამდენიმე დღეში არჩევნები ჩატარდება პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში". დიდი პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში, თუმცა, დიდი პოლიტიკური ცვლილებები ჯერ პარტიაში დადგება",- განაცხადა ნიკა მელიამ.

 

მელიას კომენტარი არ გაუკეთებია კითხვაზე, თუ რატომ არ დაესწრო ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ანი წითლიძე მის მხარდასაჭერ ბრიფინგს საკრებულოს დეპუტატებთან ერთად და რატომ გამოუცხადა მხარდაჭერა ხაბეიშვილს პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან კონჯარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.

წაკითხვა 210 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.