May 14, 2024

"კასიანოვის განცხადება უკრაინელ დევნილებს რომ ვუთარგმნოთ, მგონი,მათი მოქალაქეებისგან დასაცავი გახდება"- ირაკლი ზარქუა

მგონია, კასიანოვის განცხადება იმის საფუძველია, რომ საქართველოდან პირადად მისი ევაკუაცია მოხდეს მაშინ, როდესაც უკრაინელ დევნილებს ჩვენ საერთაშორისო ფინანსური დახმარების გარეშე მხარდაჭერასა და დახმარებას ვუწევთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუამ კომენტარი გააკეთა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის  განცხადებაზე, სადაც ანდრეი კასიანოვმა აღნიშნა, რომ „რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს“.

 

„საქართველოში ის მოცემულობა გვაქვს შექმნილი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი დევნილები საქართველოში ბრუნდებიან. რატომ? აქ ხვდებათ კეთილგანწყობა როგორც ხალხის, ასევე მთავრობის მხრიდან. ამის შემდეგ ენა რომ მოგიბრუნდება და ასეთ განცხადებას გააკეთებ, რას ნიშნავს? ეს განცხადება უკრაინელ დევნილებს რომ ვუთარგმნოთ, მგონი, კასიანოვი მათი მოქალაქეებისგან დასაცავი გახდება. საგარეო უწყებას მოვუწოდებ, აუხსნან მას, დიპლომატიის ანაბანა როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ისაუბროს. განცდა მაქვს, არესტოვიჩი კასიანოვმა ჩაანაცვლა. ხომ იცით, იმან როგორ დაამთავრა? მთავრობიდან გააბუნძულეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

წაკითხვა 157 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.