May 14, 2024

"ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა"- შალვა პაპუაშვილი

საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიო რეიტინგებში, ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა, რითიც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

„კვლევის თანახმად, სხვა პარამეტრებთან ერთად, მართლმსაჯულების ეფექტიანობითაც საქართველოს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალი შედეგი აქვს. ეს კვლევა, ისევე როგორც იანვარში ევროკომისიის მიერ გასაჯაროებული საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საბოლოო შეფასებები, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად უსამართლო იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა“, – წერს პაპუაშვილი.

წაკითხვა 166 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.