„კრემლში ადამიანებმა პირველად აღიქვეს რეალობა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ისინი საპატიმროში აღმოჩნდნენ“
„კრემლში ადამიანებმა პირველად აღიქვეს რეალობა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ისინი საპატიმროში აღმოჩნდნენ“, - ამის შესახებ თავდაცვის ექსმინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისი თქმით, პუტინის მსგავსად, რუსეთის სხვა თანამდებობის პირებზე უნდა გაიცეს დაკავების ბრძანებები.
„თუ ეს ბრძანებები გავრცელდება, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრზე ან იმ ადამიანებზე, რომლებიც პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაში ჩნდებიან ხოლმე, კი ბატონო, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ეფექტურადაც ვიხილოთ ეს დაპატიმრებები, ამიტომ ეს პროცესი განგრძობადი იქნება, ამის თქმა მინდა.
ნებისმიერი სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობის პირობებში მათ დააპატიმრებენ, ყველას, ვისზეც მსგავსი ბრძანება გაიცემა და, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის პროცედურის დაწყება, როდესაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება მაღალი თანამდებობის პირების, აუცილებლად იწვევს ხოლმე ამ სახელმწიფოებში უკვე, პოლიტიკურ ელიტაში ერთგვარ განსხვავებული მოსაზრებების თუ განსხვავებული ხმების გაჩენას, რადგან ადამიანებმა დღეს კრემლში პირველად ჩახედეს რეალობას თვალებში, რომ შესაძლოა, ისინი აღმოჩნდნენ საპატიმროში“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
სიახლეები
- „რუსეთს იმედი აქვს, რომ „თეთრ სახლში თავის კაცს დასვამს“ და ამით ნატოს ძლიერებას დაასუსტებს“ – უცხოური პრესა
- "ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება კანონი"- პრემიერი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისისთვის
- "სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ, ეს ადამიანები ახორციელებდნენ ძალადობას"
- "გდდ-ს ყველა თანამშრომელი ეჭვმიტანილია არაადამიანურ მოპყრობაში, წამებასა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში"