May 14, 2024

"ერთადერთი, რაც სურს „ქართულ ოცნებას“ არის ძალაუფლების შენარჩუნება და რუსული ინტერესების გაძლიერება ქვეყანაში"

„ქართულ ოცნებას“ ერთადერთი, რაც სურს, ეს არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და რუსული ინტერესების გაძლიერება ამ ქვეყანაში , - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლება ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას არ ასრულებს.

 

„ხელისუფლებას 12 პუნქტიანი ვალდებულების შესრულება რომ სურდეს, მაშინ მის შესრულებაზე ჩვენს პარნიორებს არცერთი კითხვის ნიშანი არ ექნებოდათ. პირველიდან მეთორმეტე პუნქტამდე, არცერთი პუნქტი არ არის ისეთი, რაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკას არ იმსახურებს, ეს კიდევ უფრო გაამყარა ვენეციის კომისიის უკანასკნელმა დასკვნამ. „ნაციონალური მოძრაობა“ პირველივე დღეებიდან თანამშრომლობდა ყველა ფორმატში, სასესიო და საკომიტეტო განხილვებში, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდებოდა, თუმცა, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ 12 - პუნქტიანი ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ცალსახად ხელისუფლებას ეკისრება. ეს არის დღეს ნომერ პირველი ამოცანა, მათ შორის ოპოზიციის, თუმცა, ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც 12 პუნქტიანი ვალდებულების შესრულებაზე ვსაუბრობთ, ეს ვალდებულება ისე უნდა უნდა შესრულდეს, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ და არა ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლება ასრულებს. ამის მაგალითები გვაქვს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, როდესაც იგივე არგუმენტებით ვენეციის კომისიის უარყოფითი შეფასება მიიღეს. ამის ნათელი მაგალითია ასევე საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ეს არის არასაკმარისი იმისთვის, რომ 12 პუნქტიანი ვალდებულება შესრულებულად ჩაითვალოს. ასევე, საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით, რაც ასევე არაერთხელ გვითქვამს და გაამყარა ვენეციის კომისიის დასკვნამ. განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც ხელისუფლება აპელირებს, რომ 12-პუნქტიან ვალდებულებას ასრულებს, რეალურად არის მოჩვენებითი და არარეალური“, - განაცხადა წითლიძემ.

წაკითხვა 192 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.