"რუსული ოცნების“ ისტერია კრამონთან დაკავშირებით, ნათლად აჩვენებს განზრახ საბოტაჟს ევროკავშირის მიმართ"

„რუსული ოცნების“ ისტერია ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით, ნათლად აჩვენებს მათ განზრახ საბოტაჟს ევროკავშირის მიმართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებისგან“ ვერ გაიგებთ პუტინის ან ლავროვის კრიტიკას, ლანძღავენ მათ, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას.

 

"ისევ იმავეს ვუყურებთ, რასაც აქამდე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ლანძღავენ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას მათ ლანძღავენ. ჩვენ მათგან არ ვისმენთ პუტინის ლანძღვას, ან ლავროვის კრიტიკას. ესეთ რამეს ვერ გაიგებთ. თქვენ მხოლოდ ნახავთ იმ ადამიანების ლანძღვას, შავ პიარს, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. ეს ისტერია, რაც რუსულ ოცნებაშია ატეხილი, მიანიშნებს, რომ საბოტაჟირებენ ჩვენს მომავალს და რუსულად, კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მესიჯებით საუბრობენ, იგივეა, რაც ფონ კრამონთან დაკავშირებით ახლა ხდება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

წაკითხვა 179 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.