"დღეს კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი"- ლევან ხაბეიშვილი

კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ის განმარტავს, მათი პარტია მზად არის, ყველასთან ითანამშრომლოს, ვინც გადაწყვეტს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მთავარი პრიორიტეტია.

 

„რეალური პრობლემა, ამ ქვეყნის მთავარი რუსული საფრთხე ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია მოკალათებული და გუშინდელი ჩვენი, ხალხის მოთხოვნის პარალელურად, დღეს კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება! რეალურად არსებობს ბიძინა ივანიშვილის ჯიხური - სახელად სასამართლო. ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, „რუსული ოცნება“ აგრძელებს ჩვენი ქვეყნის რუსეთიზაციას და ყველა ახალი განცხადება ფაქტობრივად ანტისახელმწიფოებრივ და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს წარმოადგენს. უმნიშვნელოვანესია, კარგად გაიაზროს აბსოლუტურად ყველამ ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე და რეალური შრომა, ენერგია მიემართოს ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. უკიდურესად სამწუხაროდ გამოიყურება ყველა დაკარგული დრო, ენერგია, რომელიც არ მიემართება რეჟიმის წინააარმდეგ და მეტიც, რეალურად არის სასარგებლო და ხელის წამშველებელი რუსი ოლიგარქისთვის.

 

ზოგს სალაპარაკო მისცემია, ზოგი ისევ "ექსპერტობს", ზოგს თავი შეფასების, მონიტორინგის სამსახურში ჰგონია, ზოგი მხართეძოზე წამოწოლილი წამომდგარა... ვიღაცები პირდაპირ „ქოცების“, „რუსული ოცნების“ მესიჯებზე სხდებიან. თავად რომ არ მოძრაობენ, არ მოქმედებენ, არ იბრძვიან, არ მუშაობენ ამ ფორმით ცდილობენ გამოჩნდნენ სატელევიზიო სივრცეში. „ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიქრის“ - მათი არჩევანი და ნებაა.

 

რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ არის მზად სათანამშრომლოდ ყველასთან, ვინც გადაწყვეტს, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და „რუსული ოცნების“ დასრულება - აბსოლუტურად უპირობოდ ვიბრძოლებთ ამ პრიორიტეტების ფარგლებში ხალხთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად.

 

ამასობაში, „რუსული ოცნება“, რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო არხებით თავს ესხმის 9 აპრილის აქციას. მსურს, ჩვენს ათასობით თანამოქალაქეს გადავუხადო მადლობა, ვინც გუშინ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

წაკითხვა 175 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 10 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.