May 13, 2024

"პოლიტიკოსები ცდილობენ, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ"- ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომის დაწყების წინ აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების პროტესტს გამოეხმაურა. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს უარი არ უთქვამს ამ მედიკამენტების დაფინანსებაზე. 

 

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კამპანიაში პოლიტიკოსები არიან ჩართული, რომლებიც ცდილობენ უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია. 

 

„პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბით და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია. პირველ რიგში მინდა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების მიმართ სრული თანაგრძნობა მინდა გამოვხატო. 

 

მინდა მათ ვუთხრა, რომ მთავრობა, სახელმწიფო მათ გვერდით დგას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა, მაგრამ მინდა მათ ვთხოვო, ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას, ნებსით თუ უნებლიეთ. 

 

ამ ბავშვების ბედი არ გახსენებიათ ვინც ამ კამპანიაშია ჩართული, არც მაშინ როცა ხელისუფლებაში იყვნენ და არც მაშინ როცა ოპოზიციაში არიან. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა, ყველა უბედურება თუ განსაცდელი, გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, რაც ამორალური საქციელია. 

 

ეს არის უზნეობა და ყველაზე ზნედაცემული ქმედება, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს. იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ადამიანების ჩართულობით უნდათ, რომ პოლიტიკური მიზანს მიაღწიონ. 

 

რაც შეეხება ზოგადად ამ საკითხს, მინდა საზოგადოებას განვუმარტო, სახელმწიფოს უარი არ უთქვამს ამ მედიკამენტების დაფინანსებაზე. კარგად მინდა ძვირფას მშობლებს ავუხსნა, მე მესმის მათი ემოციურობა და ნერვიულობა. 

 

ბოლო დღეების განმავლობაში ვინც არ არის საკითხში ჩახედული, ისე წარმოაჩინეს რომ „მიეცით წამალი ბავშვს“ . თითქოს წამალი რომ მისცეს მთავრობას, ყველაფერი შეიცვლება. იმასაც კადრულობენ, რომ თითქოს მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რაც ძალიან დიდი ტყუილია. მეც რამდენიმე საერთო ნაცნობი მყავს, რომლის შვილი ასეთი დიაგნოზით არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცით მთელ მსოფლიოში, რომლებიც არიან წარმატებულები. საერთოდ მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება. 

 

ახლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ მედიკამენტს, მიწევს ვრცელი კომენტარის გაკეთება. მიუხედავად იმისა რომ კომპეტენტური განმარტებები გაკეთდა, იცით რომ ეს წამალი გამოიგონა ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ, თვითონ ქვეყანა, სადაც გამოიგონეს ეს მედიკამენტი, ის ქვეყანა ჯერ არ აფინანსებს ამ პროგრამას. 

 

ჯერ კიდევ ელოდებიან მე-4 ფაზის დასრულებას კვლევებს, გვერდითი ეფექტების გამოვლენას და ამის შემდეგ ალბათ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე გადაწყდება ეს საკითხი“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

 

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის წინ მე-6 დღეა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ.

 
 
წაკითხვა 196 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 24 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.