May 12, 2024

"წარმოუდგენელია, პოლიტიკური რეიტინგი გაეზარდოს პარტიას, რომელსაც მართავს მასხარა ხაბეიშვილი"- ირაკლი ჩიქოვანი

მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ციფრები სადღაც მოგონილია და წარმოდგენა არ მაქვს, რას ეყრდნობა.

წარმოუდგენელია, პოლიტიკური რეიტინგი გაეზარდოს პარტიას, რომელსაც მართავს მასხარა ხაბეიშვილი, აქვს ოლიგარქი კეზერაშვილის ჯარისთვის მოპარული ფული და ვანო მერაბიშვილის ძალადობრივი იდეოლოგია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.  ჩიქოვანის თქმით, ეს არის საზოგადოების მოტყუება.

„კარგად ვხედავთ, რომ, პრაქტიკულად, ოპოზიციის დაშლა-დაქუცმაცება მიმდინარეობს და მათი დესტრუქციული დღის წესრიგი შედეგის მ.ომტანი არ არის. ამას არ აქვს გამოხმაურება საზოგადოებაში და ჩვენს მოქალაქეებს ეს არ მოსწონთ. აქედან გამომდინარე, ახლა ისინი ცდილობენ, გარკვეული ინერცია და გარკვეული ძალა მისცენ ოპოზიციურ სპექტრს. ამას სხვა გამართლებას ვერ ვუძებნი“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

წაკითხვა 217 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.