„ისინი აქამდეც აკონტროლებდნენ ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ახლა უნდათ, რომ კიდევ უფრო მარტივად გააკონტროლონ"- გიგა ბოკერია

„ქართული ოცნება“ აქამდეც აკონტროლებდა ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ახლა უნდათ, რომ კიდევ უფრო მარტივად გააკონტროლონ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას „ივანიშვილის გუნდის“ დამოკიდებულებას თამაშის წესებისა და კანონების მიმართ.

 

„ისინი აქამდეც აკონტროლებდნენ ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ახლა უნდათ, რომ კიდევ უფრო მარტივად გააკონტროლონ. ამაზე საზოგადოების პასუხი უნდა იყოს წინასაარჩევნოდ იმ ატმოსფეროს შექმნა, როგორიც იყო რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომ ან ვერ გაბედონ გაყალბება, ან თუ გაბედავენ, ამას მოჰყვეს ადეკვატური რეაქცია“, - თქვა გიგა ბოკერიამ.

 

ცნობისთვის, მმართველმა უმრავლესობამ “საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები წარადგინა, რომლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინა.

წაკითხვა 154 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.