"ოპოზიცია უნდა იყოს კონსოლიდირებული თუ გვინდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი" - თინა ბოკუჩავა

ოპოზიცია უნდა იყოს კონსოლიდირებული თუ გვინდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, ხოლო თუ ამოცანა ერთმანეთის ლანძღვაა, თავისუფლად შეგვიძლია ეს გავაგრძელოთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები მიუღებელია არა მხოლოდ პარტიის წევრებისგან, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც, რადგან ეს არის კონტრპროდუქტიული ოპოზიციისთვის.

 

„უკვე ხშირად მიწევს ამაზე კომენტირება, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული მქონდა, კონტრპროდუქტიულად მიმაჩნია ამ საკითხებზე საუბარი. არ ემსახურება არ მხოლოდ ჩვენი პარტიის, არამედ ქვეყნის საუკეთესო ინტერესს. არ მიმაჩნია სწორად, მუდმივად ვუპასუხო კრიტიკას, რომელიც ისმის ისევ პარტიის წევრების მხრიდან. მეც ბევრჯერ მქონია განსხვავებული აზრი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. საჯაროდაც მითქვამს, რომ ასზე მეტი წევრი ჰყავდა პოლიტსაბჭოს და მე ვიყავი ერთადერთი, ვინც კენჭისყრაზე განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. ამით იმის დემონსტრირება მსურს, რომ ამგვარი წინააღმდეგობაც კი მქონია პარტიასთან, მაგალითად, 19 აპრილის შეთანხმებაზე, მაგრამ ეს იყო წინააღმდეგობა და არა მუდმივი დაპირისპირების და ლანძღვის რეჟიმი, რაც არის ჩემთვის მიუღებელი. მაშინ ვთვლი, რომ ეს უნდა გაკეთდეს პარტიის მიღმა. პარტიის შიგნით მსგავსი ტიპის განცხადებები არის მიუღებელი, თუმცაღა, აქაც დავამატებდი, რომ ასეთი განცხადებები სხვა ოპოზიციური პარტიის მხრიდანაც მიუღებლად მიმაჩნია, რადგან ოპოზიცია უნდა იყოს მაქსიმალურად კონსოლიდირებული და მაქსიმალურად ერთიანი, თუ გვინდა მივაღწიოთ საერთო მიზანს და დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, ხოლო თუ ჩვენი ამოცანა ერთმანეთის ლანძღვაა, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია ეს გავაგრძელოთ,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

 

ინფორმაციისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ის ებრძვის არა მერაბიშვილსა და კეზერაშვილს, არამედ ყველაფერს იმას, რასაც ისინი განასახიერებენ. მისი თქმით, 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" ამომრჩეველმა უარი უთხრა არა მშენებლობისთვის, აღმშენებლობისთვის, პოზიტიური რეფორმებისთვის, არამედ ძალმომრეობის გამო.

 

„ბიზნესის რეკეტის გამო, მურუსიძეების გამო და დღეს რას ვხედავთ?! ზუსტად ის ადამიანები, ვინც შობა მურუსიძე, ჩინჩალაძე, მართავენ პროცესებს,“ - განაცხადა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

წაკითხვა 216 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.