May 11, 2024

"მერაბიშვილსა და კეზერაშვილს კი არ ვებრძვი, ეგ მათთვის პატივი იქნებოდა, ვებრძვი ყველაფერს იმას, რასაც ისინი განასახიერებენ"- ნიკა მელია

მე მერაბიშვილსა და კეზერაშვილს კი არ ვებრძვი, ეგ მათთვის პატივი იქნებოდა, ვებრძვი ყველაფერს იმას, რასაც ისინი განასახიერებენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, ტოქსიკურ ხელისუფლებას ტოქსიკური ძალით ვერ შეებრძოლები.

 

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს ამომრჩევლებმა უარი უთხრა. თუმცა, შემდგომ, მათი ნაწილი, პოზიტიური მუშაობის შედეგად ისევე ჩვენი ამომრჩეველი გახდა. მათ უარი უთხრეს ენმ-ს არა მშენებლობისთვის, აღმშენებლობისთვის, პოზიტიური რეფორმებისთვის, არამედ ძალმომრეობის გამო. ბიზნესის რეკეტის გამო, მურუსიძეების გამო და დღეს რას ვხედავთ?! ზუსტად ის ადამიანები, ვინც შობა მურუსიძე, ჩინჩალაძე, მართავენ პროცესებს.

 

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი რომ არ კონსოლიდირდება ამ მანკიერების გარშემო არ მიკვირს, ამან გამოიწვია გახლეჩა. ეს მლიქვნელობა, ეს ანგარებითი პოლიტიკის კეთება, უნდა დასრულდეს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

წაკითხვა 533 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.