May 17, 2024

"ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან მუდმივი სამუშაო პროცესია, ამიტომ ოპოზიციის მცდელობა, რომ ვიზიტს სკანდალური ელფერი შესძინოს, ღიმილის მომგვრელია"- არჩილ თალაკვაძე

ოპოზიცია ცდილობს, ამ ვიზიტისგან სკანდალი შეექმნას, რადიკალური ოპოზიცია ეჭვებითა და სკანდალებით მოქმედებს და მათ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზედაპირული წარმოდგენა აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, მათ საკუთარი ქვეყნისთვის ისეთი საკითხების დაბრალება პრობლემას არ უქმნით, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

 

„ეს გამოჩნდა მაშინაც, როცა ჯერ შეხვედრებიც არ იყო გამართული, თუ რა იქნებოდა ნათქვამი ამ შეხვედრებზე. ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა. სინამდვილეში, ეს იყო საქმიანი ვიზიტი და შეხვედრა ხელისუფლებასთან იმის გამო, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშავა და ევროკავშირი ამას პარტნიორებთან განიხილავს. ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან მუდმივი სამუშაო პროცესია, ამიტომ ოპოზიციის მცდელობა, რომ ვიზიტს სკანდალური ელფერი შესძინოს, ღიმილის მომგვრელია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

წაკითხვა 145 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 28 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.