"საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ელექტრონულ ტვირთებზე ეჭვები აღარ არსებობდეს"

მნიშვნელოვანი გზავნილი სანქციების კოორდინატორს, ელჩ ო’ბრაიენს ჰქონდა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი სანქციების თავიდან არიდების მცდელობას და იზოლაციის დარღვევას გააგრძელებს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის გამო დაუწესა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რუსეთმა პატარა შესაძლებლობაც რომ არ გამოიყენოს იზოლაციისგან თავის ასარიდებლად, ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური მექანიზმების გამოყენება.

 

„საუბარი იყო ელექტრონულ ტვირთზე. აღინიშნა, რომ ეფექტური მექანიზმები არსებობს, მაგრამ ასევე ტვირთბრუნვის გაზრდის დინამიკა ძალიან სერიოზულია და ეს თქვა ელჩმა. ვერ გეტყვით, შეხვედრების მთავარი თემა რა იყო დახურულ კარს მიღმა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, იქნებოდა ძალიან სწორხაზოვანი და მძიმეწონიანი გზავნილები. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ელექტრონულ ტვირთებზე ეჭვები აღარ არსებობდეს, რადგან ამას რუსეთი გამოიყენებს. შეშფოთება გამოითქვა რუსეთთან ტვირთბრუნვის გაზრდასთან დაკავშირებით. დიდი იმედი მაქვს, ხელისუფლება ამ ვიზიტს ძალიან სერიოზულად შეხედავს. ოპოზიციას მართებს, ძალიან ფრთხილად იყოს საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, თუმცა როცა „ქართული ოცნება“ არ არის გამჭვირვალე, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ვალდებულია, მონიტორინგი გაუწიოს ყველა იმ სტატისტიკურ მონაცემებს, რაც შეშფოთებას იწვევს სანქციების კოორდინატორებში. ტვირთბრუნვას ვგულისხმობ. როცა ტვირთბრუნვა იზრდება, შეშფოთება და ეჭვები არ უნდა გამოითქვას საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა დეკანოიძემ.

წაკითხვა 194 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.